geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მიმართულების აკადემიურ პერსონალს: სოციალური მუშაობა

 

მობილობის პერიოდი: 2025 წლის მაისი ( 19-23 მაისს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა)

 

ნომინანტთა შესარჩევი პროცესი:

  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. წინასწარი მიღების წერილი, გაცემული მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  4. CV ინგლისურ ენაზე;
  5. შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე (დანართი 1)

 

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული რელევანტური მიმართულების აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge მიმდინარე წლის 10 აპრილის 14:59 საათამდე 

 

 

კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება ჩატარდება ცოცხალ რეჟიმში მ/წ 11 აპრილს.

გასაუბრების დრო და ადგილი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პირად ელ-ფოსტაზე;

 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge